იცი, შენამდე, არაფერში გამმართლებია,
ისე მიყვარხარ, შემოხედვით სუნთქვას მიჩერებ,
იცი, შენამდე, ტკივილები არ შემხებია,
ისე მიყვარხარ, ტყუილებსაც მართლა გიჯერებ.
დიდი ხანია, აგდებული გყავარ აბუჩად,
დაიმახსოვრე,ამას არასდროს არ გაპატიებ,
ხმა ამოიღე, მიპასუხე, რამ დაგამუნჯა?
ხმა ამოიღე, მინის ნერვები ჩამომამტვრიე!
ამაყი ვარ და მორჩილება სულ არ შემფერის,
იცი, ეს გული დამტევია დარდების დიდის,
ერთმანეთობა, არ გვქონია, ჩუმი, ერთფერი,
დასანანია,დროსთან ერთად, გრძნობებიც მიდის.
სამყარო შენით იწყებოდა, ჯერ კიდევ გუშინ,
შენით ვსუნთქავდი, დაკარგული მყავდი არადა,
უხმო კივილი ამომჭერი, მონდობილ გულში,
როცა მეგონა, შენი ლოცვა დმაიფარავდა.
*********************************************************
KAXA DOLIDZE.
No comments:
Post a Comment