Friday, August 15, 2014

ვერ ვიტან მოღუშულ სახეებს და რა ვქნა!...
სირაქლემასავით ვემალები პრობლემებს და რა?...
გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ მაინც,თუმცა ოცნების უნარი  დავკარგე...
მომავალს ვერ ვხედავ__გადავიღალე?
შვილი___შვილზე დარდი და ფიქრი ანადგურებს (ან აძლიერებს) დედას...  აღმოვაჩინე მეც ახალი ამერიკა!  :)   სიმწრის ღიმილი....
რა გჭირს ლალი მარგიანო,ასეთს არ გიცნობენ შენით აღტაცებულ-აღფრთოვანებული ადამიანები?! შენ არ იმეორებდი:
,,ნუ დაიჩოქებ,თორემ ძნელია წამოდგომა,
თუ შენთვის არა დაგრჩენია რა,
სხვისთვის იცოცხლე!
...თუ სახატეში კელაპტარი ყველა ჩაგიქრა,
სულ პაწაწინა სანთლის შუქზე მაინც ილოცე,
ოღონდ ნუ დათმობ,ნუ დაიჩოქებ!''___ შენ კი ყველა სანთელიც გინთია,გულშიც სიყვარულის და სითბოს ულევი მარაგი გაქვს და რა დაგემართა,შემოლაწუნება გინდააააა!  .....


No comments:

Post a Comment