ქვეყნად მთავარი სიყვარულია,
სხვა ყველაფერი, მისი თანმდევი.
სევდამ შეგიპყრო? მერე რა მოხდა,
მხოლოდ გარდაცვლილთ არ აქვთ დარდები
მოგწონს თუ არა, ვინმე ან რამე,
ნუ გაჩუმდები, თქვი, მოგეშვება.
არ იკამათო, არ მოიწყინო,
არ ღირს მაცდურის გულში შეშვება.
არ გმართებს სხვისი, არც შენი მართებთ,
იმედიც, დარდიც, მხოლოდ შენშია,
იყავ მომთმენი, მიმტევებელი,
იქნებ სიცოცხლე ამ ერთ დღეშია..
ისიამოვნე მხოლოდ დღეის დღით,
შენ სხვა ცხოვრება აღარ გექნება,
გუშინდელი დღე გარდაიცვალა,
ხვალინდელი დღე, იქნებ გეცლება?!
არ ხარ მართალი? აღარ იდავო,
აღიარე რომ ბრალი შენია.
როგორც არ უნდა გიჭირდეს,მაინც,
თქვი, რომ ცხოვრება მშვენიერია!!!!!!!!!
კახა დოლიძე
No comments:
Post a Comment