Tuesday, March 4, 2014

მე გავეცალე ქალაქს ბნედიანს
ჩვენთვის ვაშენებ ახალს და ნათელს,
სირინოზები შენ გიმღერიან
თანაც გჩუქნიან ბროლისფერ ვარდებს.
მზეს ერიდება ამ თბილ ქალაქში
როდესაც შენსგან სინათლე აფრქვევს,
მთვარე კი ღრუბლებს ამოეფარა
მის მორიდებას ვარსკვლავი ამჩნევს.
მომეცი ხელი რომ ვიყოთ ერთად
გული გულისწორ აღარ მოვწყვიტოთ,
აღარ ვიქნებით არასდროს კენტად
ბედნიერების წლები მოვიწყოთ.

ირაკლი დარსაძე

No comments:

Post a Comment