Tuesday, March 4, 2014

-----------------
ოჰ, ეს გიჟური მარტი
4.03.2014

ისევ
მახელებს მარტი
და
გაზაფხულის მოსვლა...
შენ
მონატრებას ჰგავდი...
და
უსაშველო ლოცვას...
ახლაც
დავეძებ სიტყვებს...
სტრიქონს
სტრიქონში ვატევ...
ჯერ,
სიყვარულით ვიწყებ...
მერე,
ჩემს გულში
ვამწყვდევ...
დღეს
შენზე ფიქრით ვიწყებ...
კვლავ მათბობს,
მარტის სითბო...
ასე მგონია, ისევ
შენთან,
შენს გვერდით,
ვიყო...
არავინ იცის მერე,
და რა იქნება,
ხვალე...
ან
გაზაფხულის ფერებს,
ან შენს
ლოდინა თვალებს
ვინ დააბრალებს
ღალატს...
ასე რომ მიყვარს დღემდე,
გწერ
სიყვარულის ბარათს...
წარსული
წლების შემდეგ...
ოჰ, ეს
გიჟური მარტი
და
სიყვარული ფერთა...
გული
სავსეა დარდით...
მე კი, კვლავ მინდა
შენთან...


ზვიად კეჭაყმაძე

No comments:

Post a Comment