დღეს სასაფლაოს ტერიტორია დაასუფთავეს... მე მხოლოდ სურათებს ვიღებდი და დიდხანს ვიჯექი შენს საფლავზე,უხმოდ გესაუბრებოდი...
ღმერთო,როგორ მაკლიხარ! როგორ მჭირდები!..
__ლალი,რატომ არ მოდიხარ ჩვენთანო__თავაუწევლად,ნაღვლიანი საყვედურით მითხრა ვალიკომ...
__ იცი,როგორ მიჭირს_მეთქი და არ მინდოდა ცრემლები დაენახა...მერე,შენ საფლავთან მჯდარი ვფიქრობდი:ჰმ,მე მიჭირს და მას?
წუხელ ვფიქრობდი,სკოლის მერე გამომევლო,დამასწრო საყვედური ვალიკომ,ახლა აღარ მეთვლება,მაგრამ შენ გამიგებ... საათობით ვსაუბრობდით ტელეფონზე....რამდენ რამეს ,,განვიხილავდით''... ამ ერთ წელიწადში როგორ დაგიახლოვდი,როგორ შემაყვარე თავი და როგორ გამომეცალე ხელიდან..
.
მაკა,ჩემო მზეღიმილა იმედიანო მეგობარო! როგორი ბედნიერი ვიყავი ლახამულაში მოსვლით და ამ ბოლო თვენახევარში როგორ დამემხო თავზე აქაურობა__ 17 იანვარს ლევანი,14 თებერვალს___შენ!
მე ვთქვი,ჩვენ არ ვიმსახურებდით მაკას და იმიტომ წაიყვანა ღმერთმა თავისთან_ მეთქი... ასეა,უფალს კარგი უნდა და ჩვენ გვაგრძნობინებს და გვახვედრებს იმას,რომ მიზეზი ჩვენში უნდა ვეძებოთ
No comments:
Post a Comment