მითხარი, რომ სულში ყველა ჩირაღდანი ერთიანად გადაიწვა,
იმ წვიმიან ღამეს, ის ლამაზი ქალი შენს მკლავებზე იწვა,
მითხარი, რომ მოკვდა ყველა იმედი და ყველა დაპირება,
ნუ გაწუხებს ჩემი ნაღვლიანი სახე ჩემი, ჩემი ატირება...
მითხარი, რომ ჩემთვის აღარ დაკრეფ ბაღში იასამნის რტოებს,
გეძნელება თქმა,მაგრამ ვიცი,მაინც მალე მიმატოვებ.
მითხარი და წადი,დამიტოვე გულში უსაშველო დარდი,
სხვების დასანახად მე ვიქნები ამაყი და ლაღი..
მხოლოდ ჩამოჭკნება სულში აკაციის თეთრი შადრევნები,
შენით ოცნებას და შენით გადარევას აღარ დავნებდები
წავალ ისევ მარტო და დამრჩება გულში უსაშველო დარდი,
...როგორ შემეშალა,ჩემ ერთადერთ იმედს რა საოცრად გავდი..."
/ლალი გულისაშვილი/
No comments:
Post a Comment