Saturday, March 8, 2014


დღეს ტრადიციას ვინც აღმერთებს "გოიმად ვნათლავთ",
(ჩვენი სხეული მიწა არის, ან უფრო თიხა...)
შენ შეგიძლია შენივ სული აანთო სანთლად,
თუ ერთხელ მაინც დაფიქრდები_ უღმერთოდ ვინ ხარ?!

რად დამსაჯეო, ქართველობით ბევრჯერ გვსმენია,
ო, ზეციერო, შეეშველე უგნურთა რემას,
თუმც "ქართველობა ძნელია" და განაჩენია,
დავბნელდით ალბათ, "გოიმობას" ვუწოდებს კდემას.

არადა, ისე ლამაზი ხარ ქართველო, ისე,
შენში იმდენი რწმენაა და წყალობა მადლის,
მზესთან დადექი გაგითბება სხეული მყისვე,
ლამაზ სახეზე ვინ გაძალებს მოხვევას ჩადრის?!

თუ კაბის კალთა არ გექნება სად არწევ პირმშოს,
ჩოხა თუ არ გაქვს, ვით აისხამ ქამარს და ხანჯალს,
ვინც წარსულს ჰკარგავს, მომავალში ცრემლს ვეღარ იშრობს,
რა ქართველი ხარ, ტანზე თუ არ აისხამ აბჯარს.

(მეძავის სული ავიგლიჯე სამოსის მსგავსად,
მონანული დგას დღეს ყველაზე ლამაზი გრიმით,
ჩვენ გვეჩქარება, უფალი კი არ ჩქარობს არსად,
ძონძით კი არა, გულში რა გვაქვს, ვფასდებით იმით.)

დღეს მძიმე დროა, ახლა გვმართებს შერჩევა გზათა,
აქეთ ღმერთია, იქეთ ეშმა მახეებს გვიგებს,
ნება ჩვენია, რომელ მათგანს მივადგეთ კართან
და რომელ მხარეს გავუყვებით ცოდვილთა რიგებს.

დღეს ტრადიციას ვინც აღმერთებს "გოიმად ვნათლავთ"
ჩვენი სხეული მიწა არის, ან უფრო თიხა...
შენ შეგიძლია შენივ სული აანთო სანთლად,
თუ ერთხელ მაინც დაფიქრდები_ უღმერთოდ ვინ ხარ?!

/ნანა მეფარიშვილი/

No comments:

Post a Comment