Monday, March 3, 2014

მარტია...
მარტის სიგიჟე მტკივა
თავაშვებული და სასურველი
მარტია...
მარტის სიცელქე მინდა
მოუსვენარი,მუხლჩაუხრელი
მარტია...
მარტის სურნელი მიყვარს
შენ თავს მაგონებს ძალიან ხშირად
მარტია...
მარტის ოცნება მიყვარს
შენზე ოცნებებს ავედევნები
მარტია...
მარტი და მოუსვენრად
მეც მოუსვენრად აგედევნები
მარტია...
ქუჩებს შესცივდათ იქნებ
შიშველ ხეებსაც გულცივად ათოვს
მარტია...
შენ კი იმასაც ვერ გრძნობ
გულში შენზე ფიქრს
რა ტკბილად მათოვს
მარტია...
ქარმა გაშალა სუფრა
იქ შეკრებილან შენი ფერები
მარტია...
მარტმა დამათროს უნდა
უნდა მაცეკვოს ცრემლების ზღვაში
მარტია...
უნდა დაგათრო ჩემით
უნდა გაჩუქო პატარა ნავი
მარტია...
უნდა გაჩუქო ზეცა
უნდა მოგიძღვნა ვარსკვლავთა დასი
იშვიათია მარტში ვარსკვლავი
მოგიძღვნი მაინც
მარტია...
უნდა დავკეცო ტილო
მარტის ფერებით არ მსურს გეფერო
მარტია..
ცივი და ცვალებადი
ცვალებადია,ჩვენი ცხოვრებაც
ვიღაცას ვეძებთ,მერე კი ვკარგავთ
მას ვინც არასდროს მიგვატოვებდა
მარტია...
მარტსაც დაეტყო დაღლა
მარტია,ისევ სიცელქით მათოვს
მარტია...
ისევ მივიღე ტრამვა
შენზე ფიქრები ტკივილებს ათბობს
მარტია...
მარტის ფერები არ მსურს
ფუნჯებს შეახმათ შენი ფერები
მარტია,მარტი და ზუსტად ვიცი
დღეს თუ არა,ხვალ ამედევნები.

ა.ჩაკვეტაძე

No comments:

Post a Comment