Monday, March 3, 2014

გილოცავ, გილოცავ, გილოცავ,
სევდიან წვიმების ლოცვას,
ნისლიან გაზაფხულს გილოცავ,
ლურჯთვალა იების მოსვლას.

გილოცავ, გაზაფხულს გილოცავ,
ნუშების, ჭერმების ყვავილს,
გილოცავ მზეს, იას, მიმოზას,
მტირალა მარტს და აპრილს.

გილოცავ გაზაფხულს, ლურჯთვალას,
მომავალ ბედნიერ დღეებს,
ყვავილებს გილოცავ, უთვალავს,
კვირტებით დაცვარულ ხეებს.

გილოცავ თვალებში სიხარულს,
სატრფოსთან ყოფნას და სუნთქვას,
გილოცავ წყვილ-წყვილად სიარულს
და ამბორს ცხელსა და მთუთქავს.

გაზაფხულს გილოცავ, ნისლიანს,
ცის ცრემლებს სუსტ მხრებზე ნაცვენს,
ჩემს გულსაც გილოცავ, სისხლიანს,
ლოდინით, ტკივილით სავსეს.

/გელა დაიაური/

No comments:

Post a Comment