ცის კიდე მეძახის და უნდა წავიდე,
იქ ჩემი ოცნება ისვენებს მიწისგან.
სტრიქონებს დაგირჩენ გულსა და ხსოვნაში,
რითმებს აგიტირებ მე სინამდვილისფრად.
ცის წიაღს მოვივლი ახდენილ ოცნებით,
მერე კი ვინიცის სულ აღარ დავბრუნდე...
იქნება ღრუბლებში ნავარდს ვერ მოვწყდე და
ცაში, მზის სხივებთან ლამაზად დავსრულდე...
ნანა აბესაძე
No comments:
Post a Comment