ერეკლე საღლიანის ინტერვიუდან:
ჭირს,ძალზე ჭირს ეპოქის პანოს გაშლა. XIX საუკუნე ოქროს ხანაა რუსულ ლიტერატურაში.1812 წლის ნაპოლეონის მიერ მოსკოვის დაპყრობამ შეძრა რუსეთი.1813 წლის ევროპაში ლაშქრობამ კი ბელინსკის სიტყვები რომ მოვიშველიო,გამოიწვია „გაყინული გონების ლღობა“,მაგრამ ეს უცებ არ მომხდარა.რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ,რომ ტოლსტოის უკვდავი რომანი შექმნილიყო?
ასახვას დრო,გადასახედი,დაღვინება სჭირდება.აფხაზეთის ომმა ავად მოსაგონარი კვალი დატოვა ჩვენში.მე დარწმუნებული ვიყავი ეს კვალი თავის გამოძახილს ჰპოვებდა ქართულ მწერლობაში.მაგრამ თუ ასე მალე მოხდებოდა,ნამდვილად არ ველოდი.ჩვენმა საყვარელმა მწერალმა მიხო მოსულიშვილმა ორი უბრწყინვალესი ნაწარმოები შესძინა ქართულ მწერლობას:“უჟამო ჟამის რაინდი“და „თეთრი ლაშქარი“.
სამწუხაროდ,არა მაქვს საშუალება საფუძვლიანად მიმოვიხილო ეს ნაწარმოებები,მაგრამ შთაბეჭდილებას ჩემსას,მეორე ნაწარმოებზე გაგანდობთ:
პოლიტიკური ინსტიტუტის პროფესორი ბატონი პეტრე შალიკაშვილი ეძებს კამანის მისადგომებთან დაღუპულ შვილს.
მასთან ერთად არიან გაეროს სამხედრო დამკვირვებლები ჯერი ადამსი და ტომ სიერი.სიმონ ჩალაძის პასპორტით ის გადადის მტრის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე,რომ გამოიხსნას შვილის ცხედარი.ამ დროს ის იცნეს ჩეჩენმა მეომრებმა(რადგან მამა და შვილი საოცრად ჰგვანან ერთმანეთს)და მისი მოკვლა სცადეს.ბატალიონის“ჯიგიტის“მეთაური იბრაჰიმ ბეკ იდრისოვი დაიხსნის პეტრეს და თავად წაუძღვება გორაკისაკენ.პეტრესთან შეხვედრამდე იბრაჰიმს სტანჯავს ყოველღამიერი ჩვენება-ლევან შალიკაშვილისა,რომელსაც ესვრის და ვერ კლავს.დასახიჩრებული შვილის ცხედარი საფლავის ამოთხრის შემდეგ მამამ ამოიცნო და აქვითინდა.იბრაჰიმის კითხვაზე“შენი შვილია?“პეტრე უარს ამბობს.“იბრაჰიმი:ყური დამიგდე გიაურო!“კარგად მისმინე!პეტრე:გისმენ!იბრაჰიმი:ამ ღლაპს შეითან გურჯი შევარქვით.აქ იყო გამაგრებული,ქვემოდან ჩვენ ვუტევდით,კარგად იბრძოდა და ბევრიც მოგვიკლა.მერე სროლა შეწყდა და სიმღერა შემოგვესმა.სულ სხვანაირი,სულის შემძვრელი.ასე მამაჩემი მღეროდა,როცა ძალით გვასახლებდნენ ჩვენი მთებიდან უდაბნოში.მივხვდით,ტყვიები გაუთავდა.ხუთი ჩვენიანი შემოერტყა ავტომატებით,ახლოს მივიდნენ,“ლიმონკას“ დამცველი გამოგლიჯა,თავიც აიფეთქა და ის ხუთი შეიწირა...აქ რომ მოვირბინე ფეხი მუხლს ქვემოთ ჰქონდა მოგლეჯილი,დაფლეთილი მუცლიდან სდიოდა სისხლი...მთელი ხმით ვღრიალებდი...რამდენი კაცი მოკალი მეთქი.ხუთი აქ იწვა,ქვემოთ კიდევ ცამეტი!
შეშლილი ვიყავი,ჭკუიდან გადასული!(ყანწს ამოიღებს),აი,ეს ყანწი გავავსე იმისი სისხლით და შევსვი.ზიზღით დამანჭა სახე,ერთხანს დაჟინებით დამცქეროდა და წვალებით მითხრა:“შენც ჩემსავით იბრძოლებდი ურჯულო!“ასე მოკვდა...რამდენჯერაც სიზმარში ვნახავ,ამ სიტყვებს მიმეორებს...მისმინე,გიაურო!ცხოვრება ხანდახან საკვირველ დამთხვევებს გვთავაზობს...ამის ხნის ვიქნებოდი,ავღანეთში რომ ვიბრძოდი.მეც შეითან გურჯივით შემომერტყა მტერი.მეც „ლიმონკა“მეჭირა და დაგვნებდიო!მიყვიროდნენ.ვერ გავბედე იმ წყეული „ეფადინის“ძირს დანარცხება!ტყვედ ამიყვანეს რუსებმა და ახლა იმათ ვოლიერებში გამოყვანილი ნადირი ვარ.ახლა მაინც მიპასუხე,შენი შვილია?პეტრე უცნაურად ეცვალა ხმა)ჩემი არ არის!იბრაჰიმი:წეღან ტყუილად ქვითინებდი?პეტრე:შემებრალა!იბრაჰიმი:შეითან გურჯი კი გამოზარდე,მაგრამ ამისთანა ვაჟკაცი შენ ვერ ყოფილხარ.ალ-ლაჰმა აცხონოს!ვაჟკაცი იყო!სიმღერით მოკვდა!როგორც ამ გორაკზე შეითან გურჯი,ისე უნდა მოვმკვდარიყავი ავღანეთში!ჩემზე ძლიერი ყოფილა!შენც დაგამარცხა,უარი გათქმევინა საკუთარ სისხლსა და ხორცზე,მე რას მიზამდა?გაასვენე და შენი თავი ამისთვის მიჩუქნია“.
იბრაჰიმი შეითან გურჯში პოულობს იმ თავისუფლებას,დღენიადაგ თავად რომ მიელტვოდა და რომ ვერ მიწვდა.დაინახა ის ვაჟკაცობა,თვით შემეცნებაში რომ აღარ ეტეოდა,დაინახა და იწამა.მან გულში უნდა გამოიგლოვოს ვაჟკაცი მტერი და ეს შეარიგებს მასთან.შეითან გურჯი და იბრაჰიმი ჯერ კიდევ სხვადასხვა სამყაროს მუხტის მატარებელნი არიან.ლევან შალიკაშვილმა თავისი საქციელით შეამზადა მოწინააღმდეგე გარდაქმნისთვის.ჩემი აზრით,ამ ნაწარმოების შექმნით ავტორმა არა მარტო ასახა დღევანდელი დღის მტკივნეული მოვლენა,არამედ გააგრძელა დიდი ვაჟა-ფშაველას ხაზი ქართულ მწერლობაში"
მტერი,თუ მას ღირსება გააჩნია,ყოველთვის აღძრავს მოწინააღმდეგეში პატივისცემის გრძნობას.რა ვქნა,თუ მტერიც ასეთი მინდა და ჩემი სისხლი და ხორცი მითუმეტეს.ღირსება არ დაგვეკარგოს ქართველებს,მხოლოდ ამას ვისურვებდი!
No comments:
Post a Comment