მე ჩემი დაღლილი ცხოვრებით,
რად გამომარჩიე?
მაოცებ!
დაღლილი მოვედი შენამდე,
იცოდე,დაღლილი გაკოცებ!
არ ვიცი საიდან მოხვედი.
არ ვიცი ამავსებ სადამდე.
მე შენი ჩურჩული მჭირდება,
თუ გინდაც დღეიდან__ხვალამდე.
მე შენი თვალები მჭირდება,
უცნაურ სხივებით გამთბარი.
მე შენი ტუჩები მჭირდება,
მარწყვით ან ალუბლით დამტკბარი.
მზის ჩასვლას ველოდი,შენ__არა!
რატომ ამირჩიე?
მაოცებ!
დაღლილი ვიყავი შენამდე...
არ ვიცი,შენ როგორ გაკოცებ!
კახა დოლიძე
No comments:
Post a Comment